top of page

სახლი სიმწვანეში

სამშენებლო კომპანია "Inno Development"-ის პროექტი

მშვიდი და გამწვანებული სივრცე!

ეკოლოგიურათ სუფთა გარემო თბილისის ცენტრალურ ნაწილში. მარშალ არჩილ გელოვანის გამზირზე მდებარე 

მაღაზია აგროჰაბის შენობის უკან. ვეფხი და მოყმის ძეგლიდან 1 კილომეტრში. 

 

თანამედროვე გეგმარების სახლი, არჩვეულებრივი ხედით თბილისზე, მშვიდი გარემო. შენობას გარშემორტყმული აქვს 

მრავალწლიანი, მაღალი ნაძვნარი და გამწვანება. 

შენობა შედგება 9 სართულისგან, რომელიც მოიცავს 62 საცხოვრებელ ბინას, სავაჭრო და საოფისე ობიექტებს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულს სარეკრიაციო ზონას.

ბინების შესახებ

დეველოპერული კომპანია "Inno Development" გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ 2, 3 და 4 ოთახიან ბინები.

ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში.

შეიქმნება სხვადასხვა ტიპის თანამედროვე და ოპტიმალური გეგმარებები, რათა მომავალმა ბინათმფლობელმა შეძლოს შეარჩიოს ბინა მოთხოვნის შესაბამისად. საცხოვრებელი ბინები იწყება 46.70 კვ.მ-დან,  ჭერის სიმაღლე 3 მეტრია, ყველა ბინას აქვს დიდი ვიტრაჟული ფანჯრები და მოწყობილი აივნები. გათბობის და კონდიციონერების სისტემებისათვის აივნებზე გათვალისწინებულია დახურული ზონები.

ტექნოლოგიები

მშენებლობაში გამოიყენება მაღალი ხარისხის A500 მარკის არმატურა, გერმანული 30 მარკის ბეტონი, ასევე მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა და მაღალი ხარისხის თბოიზოლაციური პემზის ბლოკები. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ  თბოიზოლაციას, ენერგოეფექტურობას და მაქსიმალურ ხმის იზოლაციას.

 

მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 8-9 ბალისა. მშენებლობის ვადების და ხარისხის დაცვა ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.

გადახდის პირობები

ჩვენი მომავალი ბინათმფლობელებისათვის შექმნილია მოქნილი გადახდის პირობები და მოხერხებული ფასდაკლების სისტემა.

სამშენებლო კომპანია სთავაზობს შიდა უპროცენტო განვადებას პროექტის დასრულებამდე. 

თქვენ გაქვთ საშუალება მინიმალური პირველადი შენატანით ან პირველადი შენატანის გარეშეც შეიძინოთ ბინა.

ასევე მათ ვინც ერთიანი შენატანით ბინის ღირებულების სრულ თანხას დაფარავს ვთავაზობთ ცალკე ფასდაკლებებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ბანკებთან მოქნილი გადახდის პირობებით.

შიდა 0%-იანი განვადება.

აირჩიე დეტალურად

შენობა

2020-10-06 - 04.jpg

ბინები

სართულები

ბინა 15
bottom of page