top of page

კომპანიის შესახებ

 

ჩვენი კომპანია გამოირჩევა ფინანსური დამოუკიდებლობით, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობა შვეიცარიელ ინვესტორებთან, რაც პირდაპირ აისახება მიმდინარე პროექტების ვადების და ხარისხის დაცვასა და სანდოობაზე.

სამშენებლო პროცესის მართვის მაღალი დონე, თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებების გამოყენება და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობა განაპირობებს დაგეგმილი პროექტების მშენებლობას დათქმულ ვადებში და ამავდროულად ობიექტის  ოპტიმალური ღირებულების  შენარჩუნებას. 

 

ჩვენი გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ როგორც სამშენებლო მასალებს და შესრულების ხარისხს, ასევე ფართის ოპტიმალურ დაგეგმარებას. კომპანიას ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ჯგუფი. ასევე მას ემსახურება მოწყობილობით აღჭურვილი სამშენებლო მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.

ჩვენი მისია

შევქმნათ მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი გარემო ხელმისაწვდომ ფასად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. დავიცვათ თბილისის სწორი ურბანული დაგეგმარება და ამავდროულად შევქმნად ახალი, მშვიდი, გამწვანებული სივრცეები.

ჩვენთვის ფასეულია მაღალხარისხიანი, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან, მათთან მეგობრული ურთიერთობები.

 

პარტნიორები და თანამშრომლობა

შვეიცარია ცნობილია მსოფლიოში თავისი ხარისხიანი და სტაბილური მშენებლობებით, საუკეთესო სამშენებლო მასალებით და  საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი არქიტექტორებით.

სამშენებლო კომპანია  „ინო დეველოპმენტ"-ს აქვს ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობა შვეიცარიელ ინვესტორებთან, რაც უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფინანსურ უსაფრთხოებას მსოფლიოს ბაზარზე. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მრავალწლიანი და მაშტაბური მშენებლობებისათვის.
 

ასევე „ინო დეველოპმენტ"-ს აქვს გრძელვადიანი პარტნიორობა სხვადასხვა შვეიცარიულ კომპანიებთან. ერთერთი მათგანია კომპანია "ქოსთგელდი", რომელსაც 50 წელზე მეტი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების, შენობების რესტავრაციის სფეროში და ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის სამუშაოებით სამთავრობო შენობებზე, რკინიგზის სადგურებზე, კერძო სახლებზე, ეკლესიებსა და მონასტრებზე.

ბატონ რალფ ქოსთგელდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არამარტო უძრავ ქონების სფეროში, შენობების რესტავრაციებში და ვიზუალური დიზაინში, არამედ მას აქვს ასევე მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ბრენდის შექმნის გლობალური ხელმძღვანელი, რომლის სიაში შედის ისეთი  შვეიცარიული ბრენდი როგორიცაა

IWC Schaffhausen

ჩვენი პარტნიორები:

bottom of page