top of page

"ინო სახლი ფიჭვნარში"

მისამართი: იასამნის ქუჩა N8

ჰიპერმარკეტ "აგროჰაბი"-ს უკან

 

"Inno Development"-ის ახალი პროექტი.

კორპუსი არის  მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია 8  ბალიანი სეისმური ზონისთვის.

საცხოვრებელი სახლის განსაკუთრებული სიამაყე წიწვოვანი ხეივანია. საკუთარი იზოლირებული გამწვანებული ეზო, საბავშვო გასართობი და კეთილმოწყობილი ზონით. 

სწორედ ლოკაცია გახლავთ ერთ-ერთი ის დიდი უპირატესობა, რაც ჩვენს საცხოვრებელ სახლს გამოარჩევს არსებული მშენებლობებისგან. “ინო სახლი ფიჭვნარში“-ს პროექტის განსახორციელებლად შეირჩა ქალაქის ცენტრში, ურბანული ხმაურისგან შორს, პრესტიჟული, მშვიდი და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.  წლის ნებისმიერ დროს საცხოვრებელი კომპლექსის ეზოში ყოველთვის სიმწვანე, სიმშვიდე და სიწყნარე იქნება, ბავშვებისათვის კი მხიარული და უსაფრთხო გარემო.  მოწყობილი იქნება საფეხმავლო ბილიკები და დასვენებისათვის განკუთვნილი მოვლილი რეკრეაციული ზონები.

 

"ინო სახლი ფიჭვნარში“ მოიცავს:

  1. რვა საცხოვრებელ სართულს, რაც საბოლო ჯამში 62 საცხოვრებელ ბინას გააერთიანებს

  2. ერთ კომერციული სართულს

  3. ორ საპარკინგე სართულს

  4. კორპუსში დამონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების უსაფრთხო ლიფტი

  5. კეთილმოწყობილი ჰოლი და სადარბაზო

 

კორპუსი არის პრემიუმ კლასის, რომელში შემავალი ბინებიც ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა მასალებით შენდება. მომხმარებლებს ბინები ბარდება პრემიუმ კარკასის მდგომრეობაში.

 

პრემიუმ კრაკასი მოიცავს:

  • ცეცხლგამძლე შესასვლელი რკინის კარი

  • პროექტის მიხედვით ამოყვანილი შიდა ტიხრები

  • ელექტროობის გამართული ქსელი

  • მოჭიმული იატაკი

  • გალესილი კედლები

  • შავი მეტალოპლასტმასის კარ–ფანჯარა ორმაგი მინაპაკეტით

  • კერამოგრანიტით მოპირკეთებული და განათება დამონტაჟებული აივანი (ტერასები)

  • ცენტრალური დგარები

  • გაყვანილი გათბობის და წყლის მილები

მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა და მაღალი ხარისხის მასალები. პროექტი ხორციელდება 41-ე დადგენილების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს მაქსიმალური პირობების შექმნას საზოგადოების ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და საერთო კეთილდღეობის მისაღწევად, შენობაში ხანძრისა და სხვა საფრთხეებისგან სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას, ასევე მეხანძრე-მაშველების უსაფრთხოებას. გამოყენებული იქნება სახურავის თბო და ჰიდროიზოლაციის თანამედროვე მასალები, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს მოცემული მახასიათებლების შენარჩუნებას.

 

ინო დეველოპმენტის სამშენებლო პროცესის მართვის მაღალი დონე, თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებების გამოყენება და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობა განაპირობებს დაგეგმილი პროექტების მშენებლობას დათქმულ ვადებში და ამავდროულად ობიექტის  ოპტიმალური ღირებულების  შენარჩუნებას.

შენობა

2020-10-06 - 04.jpg

ბინები

სადარბაზოები

სართულები

bottom of page