
პარტნიორები და თანამშრომლობა
სამშენებლო კომპანია „კომპორტ პლიუს"-ს აქვს ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობა შვეიცარიელ ინვესტორებთან და კომპანიებთან. რაც უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფინანსურ უსაფრთხოებას მსოფლიოს ბაზარზე. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მრავალწლიანი და მაშტაბური მშენებლობებისათვის.
შვეიცარია მსოფლიოში ცნობილია თავისი ხარისხიანი და სტაბილური მშენებლობებით, საუკეთესო სამშენებლო მასალებით და საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი არქიტექტორებით.
„კომპორტ პლიუსი"-ს ერთერთი მნიშვნელოვან პარტნიორს კომპანია ქოსთგელდს აქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების ინდუსტრიაში, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის სამუშაოებით დიდი სამთავრობო შენობების, რკინიგზის სადგურების, კერძო ვილების, ეკლესიებისა და მონასტერების რესტავრაციებითა და მოპირკეთებით.
ასევე ბატონ ქოსთგელდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არამარტო უძრავ ქონების სფეროში, შენობების რესტავრაციებში და ვიზუალური დიზაინში, არამედ მას აქვს ასევე მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ბრენდის შექმნის გლობალური ხელმძღვანელი , ისეთი როგორც შვეიცარიული ბრენდი IWC Schaffhausen.
კომპანიის შესახებ
კომპანია "კომფორტ პლიუსი" საქართველოში დაარსდა 2016 წელს.
სამშენებლო კომპანია „კომპორტ პლიუსი"-ს ერთერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია შვეიცარიული კომპანია „კოსთგელდ" რომელის კომპანიის მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს აქვთ 50 წლიანი უნიკალური გამოცდილება შვეიცარიასა და ევროპის ბაზრის სამშენებლო, შენობა-ნაგებობების სარესტავრაციო და დეველოპერულ სფეროში.
ჩვენი კომპანია გამოირჩევა ფინანსური დამოუკიდებლობით, რაც პირდაპირ აისახება მიმდინარე პროექტების ვადების და ხარისხის დაცვასა და სანდოობაზე.
სამშენებლო პროცესის მართვის მაღალი დონე, თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებების გამოყენება და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობა განაპირობების დაგეგმილი პროექტების მშენებლობას დათქმულ ვადებში და ამავდროულად ობიექტების ოპტიმალური ღირებულებების შენარჩუნებას.
ჩვენი გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ როგორც სამშენებლო მასალებს და შესრულების ხარისხს, ასევე ფართის ოპტიმალურ დაგეგმარებას. კომპანიას ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ჯგუფი. ასევე მას ემსახურება მოწყობილობებით აღჭურვილი სამშენებლო მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.
ჩვენი მისია
შევქმნათ მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი გარემო ხელმისაწვდომ ფასად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. დავიცვათ თბილისის სწორი ურბანული დაგეგმარება და ამავდროულად შევქმნად ახალი, მშვიდი, გამწვანებული სივრცეები.
ჩვენთვის ფასეულია მაღალხარისხიანი, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.
აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან, მათთან მეგობრული ურთიერთობები.