top of page

კომპანიის შესახებ

 

შპს „კომპორტ პლიუსი" შვეიცარიულ-ქართული კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე 2016 წლიდან არსებობს.

„კომპორტ პლიუს"-ს აქვს ძლიერი და გრძელვადიანი პარტნიორობა შვეიცარიელ ინვესტორებთან და კომპანიებთან, რაც უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ ფინანსურ უსაფრთხოებას მსოფლიოს ბაზარზე. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელია მრავალწლიანი და მაშტაბური მშენებლობებისათვის.

 

შვეიცარია მსოფლიოში ცნობილია თავისი ხარისხიანი და სტაბილური მშენებლობებით, საუკეთესო სამშენებლო მასალებით და  საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი არქიტექტორებით.


„კომპორტ პლიუსი"-ს ერთერთი მნიშვნელოვან პარტნიორს კომპანია ქოსთგელდს აქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება უძრავი ქონების სფეროში (ინდუსტრიაში), ის ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის სარესტავრაციო და შენობების მოპირკეთებითი სამუშაოებით. მათ ნაშრომებში შედის ისეთი შენობები როგორიცაა სამთავრობო შენობები შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურები, კერძო ვილები, ეკლესიები და მონასტერები.

ბატონ ქოსთგელდს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება არამარტო უძრავ ქონების სფეროში, შენობების რესტავრაციებში  და ვიზუალური დიზაინში, არამედ მას აქვს ასევე მრავალწლიანი გამოცდილება როგორც ბრენდის შექმნის გლობალური ხელმძღვანელი, რომლის სიაში შედის ისეთი  შვეიცარიული ბრენდი როგორიცაა IWC Schaffhausen.

ჩვენი მისია

შევქმნათ მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი გარემო ხელმისაწვდომ ფასად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე. დავიცვათ თბილისის სწორი ურბანული დაგეგმარება და ამავდროულად შევქმნად ახალი, მშვიდი, გამწვანებული სივრცეები.

ჩვენთვის ფასეულია მაღალხარისხიანი, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

ჩვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან, მათთან მეგობრული ურთიერთობები.

შპს „კომპორტ პლიუსი" სამშენებლო პროცესის მართვის მაღალი დონე, თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებების გამოყენება და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობა განაპირობების დაგეგმილი პროექტების მშენებლობას დათქმულ ვადებში და ამავდროულად ობიექტების  ოპტიმალური ღირებულებების  შენარჩუნებას. 

 

ჩვენი გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ როგორც სამშენებლო მასალებს და შესრულების ხარისხს, ასევე ფართის ოპტიმალურ დაგეგმარებას. კომპანიას ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ჯგუფი. ასევე მას ემსახურება მოწყობილობებით აღჭურვილი სამშენებლო მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.

შპს „კომპორტ პლიუსი" გამოირჩევა ფინანსური დამოუკიდებლობით, რაც პირდაპირ აისახება მიმდინარე პროექტების ვადების და ხარისხის დაცვასა და სანდოობაზე.

ჩვენი პარტნიორები:

bottom of page