top of page

სახლი ნინუას ქუჩაზე

 

ეკოლოგიურათ სუფთა გარემო ქალაქის ცენტრში, არჩვეულებრივი ხედით თბილისზე, თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ,

მშვიდ უბანში. 5 წუთის მოშორებით მეტრო გოცირიძე და 15 წუთის მოშორებით მეტრო დიდუბე. სიახლოვე მთავარ სატრანსპორტო ხაზებთან და ამავდროულად საცობებისგან თავისუფალი მოძრაობა.

მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი ბინები ხელმისაწვდომ ფასად!

მისამართი: ვახტანგ ნინუას ქ. N3, თბილისი, საქართველო

საცხოვრებელი სახლი ნინუას ქუჩაზე მოიცავს 16 სართულიან საცხოვრებელ კორპუსს, რომელიც მოიცავს 120-ზე მეტ საცხოვრებელ ბინას, სავაჭრო და საოფისე ობიექტებს, კეთილმოწყობილ და გამწვანებულს სარეკრიაციო ზონას.


ამ 16 სართულიანი საცხოვრებელი სახლის 10 სართული უკვე აშენებულია. შენობის მშენებლობა დასრულდება 2019 წლის ნოემბერში.

ბინების შესახებ

დეველოპერული კომპანია "კომფორტ პლუსი" გაძლევთ საშუალებას შეიძინოთ 1, 2, 3 და 4 ოთახიან ბინები.

ბინები ბარდება დასრულებული რემონტით, თეთრი ან შავი კარკასის მდგომარეობაში.

შეიქმნება სხვადასხვა ტიპის ინდივიდუალური და ოპტიმალური გეგმარებები, რათა მომავალმა ბინათმფლობელმა შეძლს შეარჩიოს ბინა მოთხოვნის შესაბამისად. საცხოვრებელი ბინები იწყება 29.90 კვ.მ-დან,  ჭერის სიმაღლე 2,95 მეტრია, ყველა ბინას აქვს დიდი ვიტრაჟული ფანჯრები და მოწყობილი აივნები. გათბობის და კონდიციონერების სისტემებისათვის აივნებზე გათვალისწინებულია დახურული ზონები.

ტექნოლოგიები

მშენებლობაში გამოიყენება მაღალი ხარისხის ენერგოეფექტური ბლოკები და გერმანული 30 მარკის ბეტონი, ასევე ორმაგი მინა-პაკეტის კარ-ფანჯარა. აღნიშნული ტექნოლოგიები უზრუნველყოფენ  ენერგოეფექტურობას და მაქსიმალურ ხმის იზოლაციას.

 

მონოლითური რკინა-ბეტონის კარკასული კონსტრუქცია უზრუნველყოფს შენობის სეისმურ დაცვას არანაკლებ 8-9 ბალისა.

მშენებლობის ვადების და ხარისხის დაცვა ჩვენი კომპანიის მთავარი პრიორიტეტია.

გადახდის პირობები

ჩვენი მომავალი ბინათმფობელებისათვის შექმნილია მოქნილი გადახდის პირობები და მოხერხებული ფასდაკლების სისტემა.

სამშენებლო კომპანია სთავაზობს შიდა უპროცენტო განვადებას პროექტის დასრულებამდე. 

თქვენ გაქვთ საშუალება გააკეთოთ მინიმალური პირველადი შენატანი ბინის ღირებულების მხოლოდ 10%.

ასევე მათ ვინც თანაბარი შენატანებით ბინის ღირებულების სრულ თანხას დაფარავს პროექტის დასრულებამდე, ვთავაზობთ დამატებით 2%-იან ფასდაკლებას, პირველი შენატანის გამოკლებით დარჩენილ ნაშთზე.

ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს 7%-იანი ფასდაკლება

შიდა 0%-იანი განვადება (2019 წლის ნოემბრამდე)

მინიმალური თანამონაწილეობა -10%

bottom of page