top of page

კომპანიის შესახებ

 

კომპანია დაარსდა 2016.წელს საქართველოში. მისი დამფუძნებლები არიან გიორგი და თამარ კორძაძე, ხოლო დირექტორი გიორგი კორძაძე.

 

სამშენებლო კომპანია  „კომპორტ პლიუსი"-ს ერთერთი მნიშვნელოვანი ინვესტორია შვეიცარიული კომპანია  „კოსთგელდ" რომელის კომპანიის მენეჯმენტსა და დამფუძნებლებს აქვთ 50 წლიანი უნიკალური გამოცდილება  შვეიცარიასა და ევროპის ბაზრის  სამშენებლო, სარესტავრაციო და დეველოპერულ სფეროში.

ჩვენი კომპანიას გამოირჩევა ფინანსური დამოუკიდებლობით, რაც პირდაპირ აისახება მიმდინარე პროექტების ვადების და ხარისხის დაცვასა და სანდოობაზე.

სამშენებლო პროცესის მართვის მაღალი დონე, თანამედროვე სამშენებლო გადაწყვეტილებების გამოყენება და გამოცდილი პროფესიონალების ჩართულობა განაპირობების დაგეგმილი პროექტების მშენებლობას დათქმულ ვადებში და ამავდროულად ობიექტების  ოპტიმალური ღირებულებების  შენარჩუნებას. 

 

ჩვენი გუნდის წევრები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ,  როგორც სამშენებლო მასალებს და შესრულების ხარისხს, ასევე ფართის ოპტიმალურ დაგეგმარებას. კომპანიას ემსახურება მაღალი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორთა და კონსტრუქტორთა ჯგუფი. ასევე მას ემსახურება მოწყობილობებით აღჭურვილი საშენი მასალებისა და ხარისხის კონტროლის აკრედიტირებული ლაბორატორია.

 

ჩვენი მისია

შევქმნათ მაღალი ხარისხის კომფორტული საცხოვრებელი გარემო ხელმისაწვდომ ფასად, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების დონე და დავიცვათ თბილისის სწორი ურბანული დაგეგმარება და შევქმნად ახალი, მშვიდი და გამწვანებული სივრცეები.

ჩვენთვის ფასეულია მაღალხარისხიანი, კომფორტული და ეკოლოგიურად სუფთა გარემო, აღებული ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.

ჩვენი კომპანიისთვის  მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მიდგომა კლიენტებთან, პარტნიორებთან და თანამშრომლებთან, მათთან მეგობრული ურთიერთობები.

ჩვენი პარტნიორები:

bottom of page